Thumbnail
  • სფფ-ს აღმასკომმა ს.კ. ზესტაფონის წერილს მხარი დაუჭირა.
  • იმერული გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში ბრუნდება.
  • ზესტაფონი რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზეც 2018 წლის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის და დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულება დაამტკიცეს.

გულშემატკივართა ინტერესს იწვევდა ზესტაფონის საკითხი. იმერულმა კლუბმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში წერილი გააგზავნა რეგიონულ ლიგაში გამონაკლისის სახით დაშვების თაობაზე. 

სფფ-ს აღმასკომმა საკითხს მხარი დაუჭირა. შედეგად, 2018 წლის სეზონიდან საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი ეროვნულ ჩემპიონატში დაბრუნდება და რეგიონულ ლიგაში იასპარეზებს

რეგიონულ ლიგაში ადგილი მას შემდეგ გათავისუფლდა, რაც ლომომოტივი 2-მა ამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ზესტაფონი საქართველოს ორგზის ჩემპიონია. იმერულმა გუნდმა 2010-2011 და 2011-2012 წლების სეზონებში გაიბრწყინა. 2008 წელს ზესტაფონმა საქართველოს თასი მოიგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები