Thumbnail

ნადალი ქორწილისთვის ემზადება! ნეფე-დედოფალს მეფე-დედოფალი ესტუმრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • რაფაელ ნადალი და მარია ფრანსისკა პერელო ერთმანეთს 14 წელია ხვდებიან
  • ქორწილზე მოხვედრა სამხედრო ბაზის გავლით იქნება შესაძლებელი

ესპანურ მედიაში დიდი ყურადღება ეთმობა რაფაელ ნადალის და მარია ფრანსისკა პერელოს ქორწილს, რომელიც ხვალ, 19 ოქტომბერს გახლავთ დაგეგმილი.

ღონისძიება კუნძულ მალიორკაზე, პატარა ქალაქ პორტ-დე-პოლიენსას ვილა ში შედგება, სადაც ბბს-ს სერიალი “ღამის ადმინისტრატორი” გახლავთ გადაღებული.

ქორწილთან დაკავშირებით ბევრი რამ გასაიდუმლოებულია, თუმცა, უკვე გაჟონა ინფორმაციამ, რომ რაფას სტუმრებს შორის ესპანეთის ყოფილი მეფე ხუან კარლოსი და დედოფალი სოფიაც იქნებიან.

საქორწილო პროცედურისთვის მზადება უკვე დაწყებულია

საინტერესოა, რომ აპარტამენტში შესვლა მხოლოდ სამხედრო ბაზის გავლით იქნება შესაძლებელი. სტუმრებს იქვე მოუწევთ ტელეფონების დატოვება, ადგილობრივი პოლიცია კი გააკონტროლებს, რომ სადმე ახლოს დრონმა არ გადაიფრინოს.

ღონისძიების მომსახურე პერსონალს ინფორმაციის გაუთქმელობაზე ხელი აქვს მოწერილი, საბანკეტო მენიუ კი საქვეყნოც ცნობილი კულინარების მიერ არის შედგენილი: მაკა დე კასტრო და კიკე დაკოსტა მზარეულთა კოჰორტის ღირსეული წარმომადგენლები არიან.

ცნობისთვის, ნადალი და პერელო ერთმანეთს ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან იცნობენ, აქტიური ურთიერთობა კი 2005 წლიდან დაიწყეს და მას შემდეგ განუყრელნი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები