Thumbnail

‘სუფთა კარლოვიჩია, ოღონდ დიდი ძუძუებით’ - მწვრთნელის სექსისტური კომენტარი

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • იულია გიორგესის შესახებ მეტოქის მწვრთნელმა სექსისტური კომენტარი გააკეთა
  • მან გერმანელი ჩოგბურთელი ივო კარლოვიჩს შეადარა

გერმანელი ჩოგბურთელი იულია გიორგესი ოთხშაბათს, WTA-ს ლუქსემბურგის ტურნირის მერვედფინალში გავიდა. თუმცა, მატჩის შემდეგ ყველა მისი მეტოქის მწვრთნელის შესახებ ლაპარაკობდა. სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ის თავის შეგირდს გიორგესის შესახებ ესაუბრება.

გერმანელი იულია გიორგესი მსოფლიოს 26-ე ჩოგანია

გიორგესმა იაპონელი მისაკი დოი 2 საათსა და 12 წუთში 5:7, 6:1, 6:3 დაამარცხა. მწვრთნელმა კრისტიან ზაჰალკამ დოის სკანდალური ფრაზა პირველ სეტში, იმ დროს უთხრა, როცა ანგარიში 5:4 იყო.

“ვიცი, ეს ისეთი მომენტია, თითქოს დიდძუძუებიან კარლოვიჩს ეთამაშები, მაგრამ ის ყოველთვის ასე ვერ მოაწვდის,” - უთხრა ზაჰალკამ მისაკი დოის.

შეგახსენებთ, რომ ვეტერანი ხორვატი ჩოგბურთელი ივო კარლოვიჩი იმითაა ცნობილი, რომ ძალიან ძლიერი მოწოდება აქვს, ეისების ოსტატია და თამაშებს უმეტესად ამის ხარჯზე იგებს. იულია გიორგესმა დოისთან მატჩში ჯამში 21 ეისი გააკეთა.

📺 ვიდეო: იულია გიორგესი 5:7, 6:1, 6:3 მისაკი დოი (მიმოხილვა)

 

კომენტარები

ბოლო ამბები