Thumbnail
  • გრანადასთან 4:2-ის შემდეგ, ზინედინ ზიდანი ფედერიკო ვალვერდეს აქებდა
  • რეალის მწვრთნელი ახლა დუბაიში პოლ პოგბას შეხვდა
  • ფრანგის მადრიდში ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება

იმ დროს, როცა საფრანგეთის ნაკრები ‘სტად დე ფრანსზე’ თურქეთის ეროვნულ გუნდს ეთამაშებოდა (1:1), მსოფლიოს ‘მეორე მხარეს’ ერთმანეთს ორი ფრანგი შეხვდა: მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველი პოლ პოგბა. ამის შესახებ ‘ექსპრესი’ წერს. ზიზუმ და პოგბამ ამ უკანასკნელის რეალში მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ ისაუბრეს.

პოლი საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა და დუბაიში გაემგზავრა, ზიზუმ კი სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დუბაიში კონფერენციას დაესწრო. ზიდანის და პოგბას შეხვედრა კიდევ ერთი მიზეზია ევროპული მედიისთვის, რომ ფრანგის რეალში ტრანსფერზე წერონ.

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედში ბედნიერი არ არის

მადრიდულ გრანდს პოლის შეძენა ზაფხულშიც სურდა, მაგრამ მანჩესტერ იუნაიტედმა 170 მილიონი ევრო მოითხოვა. რეალის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეს თანხა ძალიან ეძვირა. არადა, პოგბა ზიზუს ყველაზე სასურველი მოთამაშეა. რეალმა იუნაიტედს ხამეს როდრიგესი და გარკვეული თანხაც შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო. 26 წლის პოგბამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ახალი გამოწვევები სურს. მას იუვენტუსში დაბრუნებასაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ პოგბა ბოლოს ‘ოლდ ტრაფორდზე’ დარჩა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას კლუბის გამოცვლა აღარ სურს. 

კვირას, მანჩესტერ იუნაიტედს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, ლივერპულთან და პოგბა ამ თამაშსაც გამოტოვებს.

კომენტარები

ბოლო ამბები