Thumbnail
  • ფენერბაჰჩე 87:80 ბასკონია
  • თორნიკე შენგელია: 18 ქულა და 23 მქკ

ევროლიგის III ტურში თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია სტამბოლში ფენერბაჰჩეს ესტუმრა და 80:87 დამარცხდა. თურქული კლუბის წარმატების მთავარი ფაქტორი ნანდო დე კოლო იყო, რომელმაც ბასკებს 39 ქულა ჩაუგდო!

წაგებულთა შორის კი ქართველი კაპიტანი გამოირჩა - თორნიკე შენგელიას 24 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 23 იყო (დე კოლო - 44). 

ბასკონიას 1 მოგება და 2 მარცხი აქვს, მომდევნო ტურში კი ბასკონია ბერძნულ ოლიმპიაკოსს უმასპინძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები