Thumbnail

ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონია! ფანტასტიკური იპონი იაპონელთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონობისთვის 5 ბრძოლის მოგება დასჭირდა
  • ქართველმა გოგონამ ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა

ქართველი ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. ლიპარტელიანმა ფინალში კანაკო ჰაკამატა ულამაზესი ილეთით დაამარცხა და ახალგაზრდებში მოგებული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვა.

ლიპარტელიანმა ფინალამდე 4 მეტოქე დაამარცხა, რის შემდეგაც იაპონელ მეტოქესაც მარტივად აჯობა და დაამტკიცა, რომ ქართულ ქალთა ძიუდოს ნამდვილად აქვს მომავალი. მან შესანიშნავად ჩაატარა მთელი ტურნირი და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები