Thumbnail

ნიკოლოზ ბასილაშვილი: ქართულ ჩოგბურთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ნიკოლოზ ბასილაშვილის ინტერვიუ Tennishead-თან
  • ნიკა ქართული ჩოგბურთის პრობლემებზე

ბლოგმა Tennishead-მა საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა. გთავაზობთ, რამდენიმე ფრაგმენტს ინტერვიუდან:

საქართველოზე

"საქართველო ხშირად მენატრება. მიყვარს ჩემი ქვეყანა, ისევე, როგორც ყველა ქართველს და ძალიან მიყვარს შინ ყოფნა. მხოლოდ საქართველოში ცხოვრება მინდოდა".

რატომ ჩოგბურთი?

"არავინ იცის, მამამ ასე გადაწყვიტა, როცა 5 წლის ვიყავი. ოჯახში ჩოგბურთს არავინ თამაშობდა და ეს უცნაური გადაწყვეტილება იყო".

'ოჯახში ჩოგბურთს არავინ თამაშობდა'

ჩოგბურთი საქართველოში

"ჩოგბურთს საქართველოში ძალიან უჭირს. ცუდი სიტუაციაა, ბევრი კარგი ჩოგბურთელი არ მოდის ახალი თაობიდან. ახალგაზრდებს ძალიან მცირე შანსი აქვთ. ერთი ვარიანტი უცხოეთში წასვლაა. 

თბილისში რამდენიმე კარგი საჩოგბურთო კლუბია, რომლებიც ფედერაციას ეკუთვნის. კარგია, რომ იქ ახალგაზრდა ტალანტებს უფასოდ ვარჯიშის შანსი აქვთ, მაგრამ ქვეყანაში არ არის ჩოგბურთელთა საკმარისი რაოდენობა და კარგი საჩოგბურთო სისტემა. თბილისის გარეთ კი მხოლოდ ორი საჩოგბურთო კლუბია. განსაკუთრებით ძნელია ზამთარში, რადგან თბილისში 5 თუ 6 გადახურული კორტია".

პროგრესის იმედი

"შესაძლოა, ახლა დაიწყოს პროგრესი, რადგან საქართველოში ბევრმა ნახა, რას მივაღწიე და ბავშვებს ჩოგბურთზე შესვლის ინტერესი გაუჩნდათ. ახლა ჩოგბურთს ტელევიზიაში კარგად აშუქებენ, კომპანიები ჩემი მატჩების ჩვენების უფლებებს იძენენ".

კომენტარები

ბოლო ამბები