Thumbnail
  • უამინდობის გამო ზამთრის ოლიმპიადაზე არაერთი შეჯიბრი გადაიდო.
  • პიონჩანში ქარი კიდევ უფრო ძლიერდება.
  • ოლიმპიურ სოფელში ყველა აქტივობა შეჩერდა.

პიონჩანის ზამთრის ოლიმპიური თამაშები მძიმე კლიმატურ პირობებში მიმდინარეობს. კალენდარში სრული ქაოსია. ძლიერი ქარის გამო არაერთი შეჯიბრი გადაიდო.

უამინდობამ ქართველი სპორტსმენის გრაფიკშიც შეიტანა ცვლილებები: სამთომოთხილამურე ნინო წიკლაურის სტარტი სლალომში ორჯერ გადაიდო. ბოლო ვერსიით, სამთოთხილამურების ტურნირი 16 თებერვალს დაიწყება, თუმცა პიონჩანის კლიმატიდან გამომდინარე, თარიღი კიდევ შეიძლება შეიცვალოს.

პიონჩანში ქარი კიდევ უფრო ძლიერდება. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ოლიმპიურ პარკში დაგეგმილი ყველა ღონისძიება და აქტივობა შეაჩერა. პერიოდულად, გულშემატკივრებს და სპორტსმენებს შენობებიდან და დარბაზებიდან გასვლას უკრძალავენ, რადგან ჰაერში საგნები დაფრინავს. იყო ტრიბუნის წაქცევის შემთხვევაც. მოსალოდნელი ქარიშხლის გამო, დაიკეტა მედიაცენტრი.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

კომენტარები

ბოლო ამბები