Thumbnail
  • სლოვენიელმა კალათბურთელმა თურქები დაამწუხრა
  • კლემენ პრეპელიჩი სლოვენიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონის ტიტულს ფლობს

საკალათბურთო ევროთასის მე-3 ტურში ესპანური ხუვენტუტის და თურქული დარუშაფაკას მატჩი, ალბათ, განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიიქცევდა, რომ არა მის ბოლო წამზე მომხდარი ამბავი.

ბადალონურ და სტამბოლურ გუნდებს შორის ჯახში ანგარიში საყაიმო (82:82) გახლდათ, როდესაც სტუმრებმა შეტევა გააცუდეს, ბურთი ხუვენტუტმა მოხსნა და ვინაიდან საფინალო სირენამდე სამიღა რჩებოდა, კლემენ პრეპელიჩმა თავისივე მოედნიდან უფრო სწორად კი სამქულიანის ხაზთან მდგარმა ესროლა...

მიხვდებოდით, რომ ეს ტყორცნა ზუსტი გამოდგა. სლოვენიელმა კალათბურთელმა 23 მეტრიდან ჩააგდო, ბადალონელებს გამარჯვება მოუტანა და ბადალონას პაველო ოლიმპიკში შეკრებილი პუბლიკა აღტაცებაში მოიყვანა, თურქები კი შოკში ჩააგდო.

ცნობისთვის, 26 წლის პრეპელიჩი მადრიდის რეალის საკუთრებაა და ხუვენტუტში განათხოვრებული გახლავთ, ყურადღების ცენტრში კი პირველად 2017 წლის ევრობასკეტზე მოექცა, სადაც სლოვენიამ ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო კლემენის საშუალო მონაგარი 13.8 ქულა იყო.

კომენტარები

ბოლო ამბები