Thumbnail
  • 16 თებერვალს ფიგურული ციგურაობის ტურნირი დაიწყება.
  • მოკლე პროგრამაში სულ 30 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობას.
  • თავისუფალ პროგრამაში საუკეთესო 24 გადავა.

16 თებერვალს პიონჩანის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის ტურნირი დაიწყება, რომელშიც მორის ყვითელაშვილი მიიღებს მონაწილეობას. პირველ დღეს, ყვითელაშვილი მოკლე პროგრამით წარდგება, ხოლო 17 თებერვალს თავისუფალი პროგრამის ჯერი დადგება.

უკვე ცნობილია, რომ მორის ყვითელაშვილი ყინულზე მე-11 გამოვა. მოკლე პროგრამაში სულ 30 მოციგურავე მიიღებს მონაწილეობს, რომელთაგან საუკეთესო 24 თავისუფალ პროგრამაში გადავა.

მორის ყვითელაშვილი მოკლე პროგრამისთვის ემზადება.

მორის ყვითელაშვილი:

“ვეცდები, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთო, პროგრამა სუფთად შევასრულო და ქვეყანა ღირსეულად წარვადგინო. მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ გულშემატკივრებს, რომლებიც მწერენ, მამხნევებენ და საუკეთესო გამოსვლას მისურვებენ. ვეცდები, რომ გავამართლო მათი იმედები!.

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 4 ქართველი სპორტსმენია ლიცენზირებული. მოციგავე გიორგი სოღოიანმა ასპარეზობა 32-ე ადგილზე დაასრულა, სამთომოთხილამურეებს, ნინო წიკლაურს და იასონ აბრამაშვილს ჯერ არ უასპარეზიათ.

კომენტარები

ბოლო ამბები