Thumbnail

კასილიასი ბრუნდება? იკერმა ინფარქტის შემდეგ ვარჯიში განაახლა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ესპანელმა მეკარემ მაისში ინფარქტი გადაიტანა
  • პორტუმი კასილიასი განაცხადში შეიყვანა

ცნობილმა ესპანელმა გოლკიპერმა იკერ კასილიასმა ვარჯიში განაახლა, ოღონდ, ჯერ მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში ემზადება.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიური პორტუს 38 წლის მეკარემ 1 მაისს ვარჯიშზე ინფარქტი გადაიტანა და მისი მინდორზე დაბრუნება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

“მუშაობა გრძელდება” – ასეთი მინაწერით გამოაქვეყნა იკერმა სოციალურ ქსელში ფოტო, სადაც ის ტრენაჟორზე დგას.

იქვე კასილიასმა ჯანმრთელობის შესახებ მცირე კომენტარიც გააკეთა: “რეაბილიტაციის ახალი ეტაპი მიმდინარეობს. ახლა, ჩემი გულისგან, ასე ვთქვათ, უფრო მეტს ვითხოვ. ნელ-ნელა სასურველ მდგომარეობას ვუბრუნდები. საჩქარო არაფერია”.

საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ პორტუმ ესპანელი გოლკიპერი 2019-20 წლების სეზონისთვის განაცხადში დაამატა, არადა, აქტიური საუბარი მიდიოდა, რომ ის კარიერას ასრულებდა და პორტუგალიურ კლუბის ხელმძღვანელობაში პოსტს სთავაზობდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები