Thumbnail

ნბა-ს ახალი სეზონი ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, ჯეიმს ჰარდენი უკვე ამტკიცებს, რომ მომავალ ჩემპიონატშიც ლიგის ერთ-ერთი ბომბარდირი იქნება.

📺 ჰიუსტონი - სან ანტონიო 114:128

ჰარდენის ჰიუსტონმა წინასასეზონო შეხვედრაში სან ანტონიო სპერსი მიიღო და მართალია, ჯეიმსმა მორიგი 40-ქულიანი მატჩი შემოგვთავაზა, 114:128 დამარცხდა.

ჰარდენმა ტექსასურ დერბიში მოედანზე 34 წუთი გაატარა და თამაშიდან ერთბაშად 27-ჯერ (!) ესროლა. ამერიკელმა მცველმა 16-დან 7 სამქულიანი გამოიყენა და 40 ქულას 10 მოხსნა და 7 პასი წაამატა.

გამოკითხვა

ვინ გახდება წლის მოთამაშე [MVP]?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • პოლ ჯორჯი
  • სტეფ კარი
  • ჯოელ ემბიდი
  • კევინ დურანტი
  • რასელ ვესტბრუკი
  • სხვა მოთამაშე

მასპინძელთა ლიდერს სათანადოდ მხარი ვერავინ აუბა, რამაც სპერსს საშუალება მისცა ზაფხულის მერე, ზედიზედ 5 მარცხის კვალად, პირველი მატჩი მოეგო.

სტუმართა რიგებში 22 ქულით ლამარკუს ოლდრიჯი გამოირჩა, დეონტე მარეიმ კი თავი 20 ქულას მოუყარა.

საზაფხულო ლიგის მატჩების გათვალისწინებით, გოლდენ სტეიტ უორიორსთან ზედიზედ მე-4 გამარჯვება (126:93) იზეიმა ლოს ანჟელეს ლეიკერსმა.

📺 ლეიკერსი - გოლდენ სტეიტი 126:93

კალიფორნიელებს მცირე ტრავმის შემდეგ გუნდის ახალწვეული ენტონი დევისი დაუბრუნდათ და მან და ლებრონ ჯეიმსმა გასაქანი არ მისცეს “მეომრებს”, რომელთაც ისევ აკლდათ სტეფ კარი და კლეი ტომპსონი.

დევისმა 8 ქულას 10 მოხსნა და 8 პასი წაამატა და სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, ჯეიმსმა კი 18 ქულა და 11 პასი მოაგროვა. გოლდენ სტეიტის მხრიდან ლამის მარტო თამაშობდა დ’ანჯელო რასელი, რომელმაც თამაშიდან 17-ჯერ შეუტია და თავი 23 ქულას მოუყარა.

ლეიკერსი და უორიორსი ახალი სეზონისთვის მზადების ციკლში დასკვნით მატჩს 19 ოქტობრის დილას უკვე ოქლენდის “ორაქლ არენაზე” ჩაატარებენ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები