Thumbnail
  • ლებრონ ჯეიმსი ფორმაში შევიდა.
  • კლივლენდმა ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო.
  • “მეფეს” სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.
  • ახალწვეულებმა ისევ კარგად ითამაშეს.

კლივლენდი კრიზისიდან გამოვიდა - კავალიერსმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო! 

ბოსტონ სელტიკსთან სოლიდური გამარჯვების შემდეგ, ლებრონმა და კომპანიამ ოკლაჰომაც დაამარცხეს - 120:112. “მეფე” შეუჩერებელი იყო - მან 40 წუთში 37 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი დააგროვა!

აღსანიშნავია, რომ კლივლენდის ახალწვეულებმა ისევ ძალიან კარგად ითამაშეს - როდნი ჰუდმა, ჯორდან კლარკსონმა, ლარი ნენს უმცროსმა და ჯორჯ ჰილმა ჯამში 48 ქულა გააკეთეს! გარდა ამისა, ჯეი არ სმიტმა ექვსი 3-ქულიანი ჩააგდო!

ცუდად არც ოკლაჰომას უთამაშია, მაგრამ რასელ ვესტბრუკის (21 ქულა, 12 პასი, 7 მოხსნა), პოლ ჯორჯის (25/6/4), კარმელო ენტონის (24 ქულა, 7 მოხსნა) და ცენტრის, სტივენ ადამსის (22 ქულა, 17 მოხსნა) კარგმა თამაშმა სიტი თანდერს ვერ უშველა.

კლივლენდს ამ დროისთვის 34 მოგება და 22 მარცხი აქვს - ლებრონის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. ოკლაჰომა (32 მოგება, 26 მარცხი) დასავლეთში მეხუთე პოზიციაზეა.

ჰიუსტონი გოლდენ სტეიტს მისდევს

ფორმაშია ჰიუსტონიც - ჯეიმს ჰარდენმა 34 ქულით, 12 პასით და 6 მოხსნით როკეტსს მინესოტასთან 126:108 მოაგებინა. ჰიუსტონისთვის ეს ზედიზედ მე-9 გამარჯვება გახლდათ - ჰარდენის გუნდი 43 მოგებით და 13 მარცხით გოლდენ სტეიტს (44:13) ისევ მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება. 

მინესოტა, სადაც კარლ-ენტონი თაუნსმა შესანიშნავად ითამაშა (35 ქულა, 12 მოხსნა), დასავლეთში მე-4 ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები