Thumbnail

პალერმოს თავური გახსოვთ? ინგლისში მასზე შორიდან გაიტანეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მარტინ პალერმომ ველეს სარსფილდს 40 მეტრიდან თავით გაუტანა
  • სტეფ გალინსკიმ საკუთარი ნახევრიდან მოახერხა თავით გატანა

მარტინ პალერმომ საფეხბურთო სამყაროს თავი ბევრი ამბით დაამახსოვრა. უმეტესობა კოლუმბიასთან გაფუჭებულ 3 თერთმეტმეტრიანს იხსენებს. ბევრსაც პალერმოს თავური ახსენდება ველესთან.

2009 წელს არგენტინელმა შემტევმა ბოკა ხუნიორსის მაისურით ულამაზესი გოლი გაიტანა და ''ბომბონერაზე'' შეკრებილი ქომაგი გაახარა. პალერმომ 40 მეტრიდან თავით გაიტანა და ბოკას 3 ქულა მოუტანა. მარსელო მონტოია დიდი ხანი ვერ იჯერებდა, რომ მის კარში პალერმო თავით ასეთი გოლი გაიტანა.

ინგლისის ჩრდილოეთის პრემიერ დივიზიონში, ბასფორდ იუნაიტედის მცველმა, სტეფან გალინსკიმ საკუთარი ნახევრიდან შეძლო გოლის გატანა. ბასფორდმა იუნაიტედ მანჩესტერს 3:1 მოუგო. სტეფის გოლი კი უამრავმა ადამიანმა ნახა.

კომენტარები

ბოლო ამბები