Thumbnail
  • 17 ოქტომბერს ბასკონია ფენერბაჰჩეს სტუმრობს
  • თორნიკე შენგელიას წინასამატჩო ინტერვიუ

17 ოქტომბერს თორნიკე შენგელიასა და მეტ ჯენინგის ბასკონია ფენერბაჰჩეს სტამბოლში ეთამაშება. ეს ევროლიგის მე-3 ტურის მატჩია. ბასკურ კლუბს ერთი გამარჯვება აქვს, თურქულმა კი ორივე მატჩი წააგო სეზონის სტარტზე.

ბასკონიას ქართველმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ eurohoops.net-ს ინტერვიუ მისცა, რომელიც არამხოლოდ ხვალინდელ მატჩს ეხებოდა:

ბასკონიაზე

"ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ნაადრევია გუნდის შესაძლებლობების შეფასება. ჩვენ დრო გვესაჭიროება, მაგრამ ერთი ცხადია, ბასკონია განსხვავებული გუნდია, ვიდრე ის იყო გასულ სეზონში. ვიმედოვნებ, რაც დრო გავა, გუნდი სულ უფრო ძლიერად ათამაშდება.

გუნდის ფილოსოფია დარჩა, მაგრამ ბევრი ახალი კალათბურთელი გვყავს და ერთად თამაშის გაუმჯობესება გვესაჭიროება. ამისთვის კი დრო და პრაქტიკაა საჭირო".

მიზანი ამ სეზონში

"პირველ რიგში, მინდა, უკეთ ვითამაშო, ვიდრე გასულ სეზონში. მთავარია, სეზონის განმავლობაში ტრავმა არ მივიღო. ღმერთს ვევედრები, რომ ამ სეზონში ტრავმას ამაცილოს. ასევე მსურს, რომ რაც შეიძლება მეტად, დავეხმარო ჩემ გუნდს. პირადი მიზნები უკანა პლანზეა, გუნდზე ვარ კონცენტრირებული.

ძალიან ძნელია, როცა უყურებ, რომ გუნდს შენი დახმარება ესაჭიროება, შენ კი ეს არ შეგიძლია, რადგან ტრავმირებული ხარ. პირველ რიგში, ეს რთული "გადასახარშია".

თურქულ კალათბურთზე

"გასულ სეზონში ფინალურ ოთხეულში თურქული კლუბები გავიდნენ. ეს დიდი წარმატებაა. ევროლიგის კლუბების გარდა თურქულ კალათბურთს ნაკლებად ვიცნობ. მაგრამ თურქეთში ყოფნა ძალიან მიყვარს. თურქეთი ჩემი სამშობლოს მეზობელია. ხანდახან, ჩემი მეგობრები თურქეთში ჩამოსვლას და ჩემ მხარდაჭერასაც ახერხებენ, რადგან საქართველოსთან ახლოსაა. 

მიყვარს თურქული სამზარეულო, ხალხი კი სტუმართმოყვარეა, გარდა "ფენერბაჰჩეს" დარბაზისა".

გამოკითხვა

ვინ გახდება გამარჯვებული?

  • ფენერბაჰჩე
  • რეალ მადრიდი
  • ბარსელონა
  • ცსკა

კომენტარები

ბოლო ამბები