Thumbnail

აგუერო ავარიაში მოყვა - სერხიომ 80-ათასიანი მანქანა დაამტვრია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აგუერო სიტის აკადემიაში ბრუნდებოდა და ავარიაში მოყვა
  • სერხიოს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სანაკრებო პაუზის შემდეგ, სერხიო აგუერო მანჩესტერ სიტის აკადემიაში ბრუნდებოდა, როდესაც ავარიაში მოყვა და 80-ათასიანი რენჯ როვერი დაამტვრია. საბედნიეროდ, სერხიოს ავარიის გამო, დაზიანება არ მიუღია. 

აღსანიშნავია, რომ აგუერო სანაკრებო პაუზის დროს ნაკრებში არ გამოუძახიათ, რადგანაც ის ტრავმას იშუშებდა. მანჩესტერ სიტის დღეს არ უვარჯიშია, მაგრამ კლუბის ფეხბურთელები ბაზას დაუბრუნდნენ, რადგანაც კრისტალ პალასთან მატჩისთვის ემზადებიან. სავარაუდოდ, სერხიო კრისტალ პალასთან თამაშისთვის მზადებას გუნდთან ერთად ჩვეულებრივად დაიწყებს.

აგუეროს მანქანა ავარიამდე

კომენტარები

ბოლო ამბები