Thumbnail
  • ვინ იყო რეგულარული სეზონის ყველაზე გამორჩეული მოთამაშე MLS-ში
  • საუკეთესო ტიტულისთვის ბომბარდირთა დავის ლიდერები იბრძვიან

MLS-ში რეგულარული სეზონი დასრულდა. პლეი ოფში გასასვლელი მატჩები 19 ოქტომბერს დაიწყება და 21 ოქტომბერს დასრულდება, რის შემდეგაც ჩემპიონობისთვის ბრძოლას 8 გუნდი გააგრძელებს.

MLS-მა რეგულარული სეზონის სამი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კარლოს ველა და ჯოზეფ მარტინესი. სწორედ ეს ფეხბურთელები იბრძვიან სეზონის MVP-ის ტიტულისთვის. ამ ფეხბურთელებმა ჯამში 91 გოლი გაიტანეს.

სწორედ ამ ფეხბურთელებმა დააკომპლექტეს ბომბარდირთა დავის სამეული. კარლოს ველამ სადებიუტო სეზონში 34 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა, რითიც MLS-ის ერთ სეზონში გატანილი გოლების რეკორდი დაამხო, რომელიც ჯოზეფ მარტინესს ეკუთვნოდა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩის ყველა გოლი MLS-ში 📺

კომენტარები

ბოლო ამბები