Thumbnail

წარუმატებელი სტარტი მაროკოში – ქართველები მედლებამდე ვერ მივიდნენ

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • თუთაშვილი და კაპანაძე კვარცხლბეკს მიღმა დარჩნენ
  • ხვალ, ტატამზე ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ

მაროკოს ქალაქ მარაკეშში დაწყებული ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე წარუმატებელი გამოდგა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებისთვის.

დღეს ტატამზე გიორგი თუთაშვილი და ლუკა კაპანაძე (ორივე – 66 კგ.) ვიხილეთ, თუმცა, საღამოს სესიამდე მისვლა ვერცერთმა მოახერხა.

თუთაშვილმა საწყის რაუნდებში ხორვატ რობერტ კლაჩარს და მოლდოველ ადილ ოსმანოვს იპონებით სძლია, მერვედფინალში კი მომავალ ნახევარფინალისტ ლუსიან ბორს დუმიტრესკუსთან (რუმინეთი) ვაზარით დამარცხდა.

სამწუხაროდ, მხოლოდ 1 მეტოქის დამარცხება შესძლო კაპანაძემ. ლუკა შვეიცარიელ ადამ ბაციევს გასცდა, პირველი განთესვის მქონე ბრაზილიელ მიკაელ მარსელოს კი ვაზარით უგებდა, როდესაც იპონზე დაეცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მაროკოში 12-კაციანი შემადგენლობითაა ჩასული, ხვალ კი, საქმეში მხოლოდ ეთერ ლიპარტელიანს ვიხილავთ, რომელსაც პირველი განთესვა აქვს და ტურნირში პირდაპირ მე-2 წრიდან ჩაებმება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები