Thumbnail
  • ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა ევერტონელთა მიღწევა გადაფარა
  • ლივერპულის მცველს გინესის წიგნის 2020 წლის გამოცემაში შეიყვანენ

ინგლისური ლივერპულის მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი გინესის საქვეყნოდ ცნობილ წიგნში მოხვდა. 2018-19 წლების სეზონში მან პრემიერლიგაში 12 შედეგიანი პასი გააკეთა და ინგლისის ჩემპიონატის ერთ სეზონში საგოლე გადაცემების მხრივ, მცველებისთვის მანამდე არსებული რეკორდი გააუმჯობესა.

მანამდე პირველობას ევერტონის ყოფილი ფეხბურთელები ენდი ჰინჩკლიფი და ლეიტონ ბეინსი ინაწილებდნენ, რომელთაც შესაბამისად, 1994-95 და 2010-11 წლების სეზონში, 11-11 საგოლე პასი ჰქონდათ.

“ეს, ჩემთვის დიდი პატივია. ყოველთვის მინდოდა, გუნდის წარმატებაში რაც შეიძლება დიდი წვლილი შემეტანა. ფეხბურთი გუნდური თამაშია და თანაგუნდელების გარეშე ამ რეკორდამდე ვერ მივიდოდი. მე და ჩემი ოჯახი ძალიან ამაყები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ეს მიღწევა არაერთი წელი გაძლებს”, - აღნიშნა ალექსანდერ-არნოლდმა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები