Thumbnail

სტადიონის თანამშრომელი ტელეფონს ტენიდა, რის გამოც მსაჯი VAR-ს ვერ იყენებდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • საუდის არაბეთის ლიგაში მსაჯს VAR-ის გამოყენება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო
  • ვიდეოგამეორება ერთ-ერთ მომენტში სტადიონის თანამშრომლის გამო შეწყდა
  • მსგავსი გაუგებრობები მხოლოდ საუდის არაბეთში არ ხდება

საუდის არაბეთის ლიგაში, ალ ნასრისა და ალ ფათეჰს შორის მატჩის ერთ-ერთი მომენტი საკამათო გახდა, რადგანაც VAR-ს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მსაჯი ეპიზოდის გადამოწმებას ვერ ახერხებდა.

როგორც გაირკვა, სტადიონის ერთ-ერთმა თანამშრომელმა VAR-ის სადენი დენის წყაროდან გამორთო და დასატენად საკუთარი მობილური ტელეფონი შეაერთა. ალ ნასრიმ ის მატჩი 49-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

მსგავსი გაუგებრობები მხოლოდ საუდის არაბეთში არ ხდება. მსაჯმა ბოლივიაში ერთ-ერთ დაპისპირებაში საკამათო თერთმეტმეტრიანის გადამოწმება გადაწყვიტა და მეოთხე მსაჯთან მივიდა. ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ ვიდეორეფერის გამოყენება ბოლივიის ჩემპიონატში შეუძლებელია, რადგან იქ მსგავსი რამ არ არსებობს.

არბიტრს ყურსასმენში რაღაც უკარნახეს, რის შემდეგაც მან თერთმეტმეტრიანი მაინც დანიშნა, მაგრამ რედის ფეხბურთელმა ბოლივარის კარში გატანა ვერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები