Thumbnail

ნ’გოლო კანტე მადრიდის რეალში? სამეფო კლუბი ტრანსფერში ხამეს როდრიგესს ჩართავს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჩელსი ნ’გოლო კანტეს 138 მილიონ ფუნტად აფასებს
  • ზინედინ ზიდანს ფრანგის მადრიდში ხილვა ძალიან სურს

მადრიდის რეალი ზაფხულიდან მოყოლებული ცდილობს მოედნის ცენტრი გააძლიეროს. "სამეფო კლუბს", რამდენიმე ფეხბურთელთან აკავშირებდნენ, თუმცა ტრანსფერები არ შედგა.

El Desmarque-ის ინფორმაციით მადრიდულ კლუბს ლონდონის ჩელსის ფეხბურთელის ნ’გოლო კანტეს დამატება სურს. გავრცელებული ინფორმაციით ესპანური გრანდი 28 წლის ფრანგს კონტრაქტს 2023 წლამდე შესთავაზებს. 

ზინედინ ზიდანს კანტეს მადრიდში ხილვა ძალიან უნდა. ფრანგი სპეციალისტი ნ’გოლოს და კაზემიროს მოედნის ცენტრში შეწყვილებას აპირებს. ზიდანი მზადაა ტრანსფერში ხამეს როდრიგესი ჩართოს. ჩელსი კანტეს 138 მილიონ ფუნტად აფასებს. მადრიდში მიაჩნიათ, რომ კოლუმბიელი დაახლოებით 58 მილიონი ფუნტი ღირს. მადრიდის რეალი ხამესთან ერთად ინგლისურ კლუბს 86 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

ხამეს როდრიგესი "სამეფო კლუბში" 2014 წელს გადავიდა, თუმცა თავის დამკვიდრება გაუჭირდა და გასული ორი სეზონი სამხრეთამერიკელმა იჯარის წესით გერმანიაში, მიუნხენის ბაიერნში გაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები