Thumbnail

ტორპედო საბურთალოსთან ბავშვებს დაიმატებს - კლუბის განცხადება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტორპედოს პირველი გუნდის შემადგენლობა საბურთალოსთან ვერ ითამაშებს
  • პირველ გუნდს არ უვარჯიშია და შევსება ასაკობრივი გუნდებიდან მოხდება

19 ოქტომბერს, ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩში, ქუთაისის ტორპედომ საბურთალოს უნდა უმასპინძლოს. ქუთაისურ კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს და პირველი გუნდის ფეხბურთელები ვარჯიშს ისევ ვერ ახერხებენ. მათ განაცხადეს, რომ სანამ სახელფასო დავალიანება არ დაიფარება და სავარჯიშო პირობები არ გამოსწორდება, ვარჯიშის გაგრძელებას არ აპირებენ.

ტორპედოს ოფიციალურმა გვერდმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ კლუბს მე-2 გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის დამატება შეუძლია, რის გამოც ძირითადი გუნდი შევსებას ასაკობრივი გუნდებიდან მიიღებს.

ტორპედოს განცხადება: 19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში ეროვნული ლიგის XXXI ტურის ფარგლებში “საბურთალოს” უმასპინძლებს.

გამომდინარე იქიდან, რომ მთავარ გუნდს ვარჯიში არ განუახლებია, სამწვრთნელო შტაბი იძულებულია მოახლოებულ მატჩში/მატჩებში მოედანზე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელები გამოიყვანოს.

რეგლამენტის თანახმად, კლუბს მატჩის განაცხადში მეორე გუნდიდან მხოლოდ 5 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია. შესაბამისად, “საბურთალოსთან” მატჩისთვის 17 და 19-წლამდე ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელებიც ემზადებიან.

19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის XXXI ტურის ფარგლებში “საბურთალოს” უმასპინძლებს. გამომდინარე...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 16 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები