Thumbnail
  • ტენერიფე 81:67 ნიჟნი ნოვგოროდი
  • გიორგიმ 24 ქულა, 9 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში გიორგი შერმადინის ტენერიფემ ნიჟნი ნოვგოროდს უმასპინძლა და მეტოქეს 14 ქულიანი სხვაობით, 81:67 მოუგო. გიორგიმ ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა და მატჩის MVP გახდა.

ქართველმა ცენტრმა 14-დან 9 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გიორგის ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. შერმადინმა 24 ქულასა და 9 მოხსნას 3 პასიც დაუმატა.

ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში ასპარეზობს, სადაც ესპანური კლუბის გარდა კიდევ 7 გუნდი გამოდის. შერმადინის კლუბის მომდევნო მეტოქე მონტენეგროს მორნარ ბარი იქნება.

ტენერიფე 81:67 ნიჟნი ნოვგოროდი - შერმადინის 24 ქულა

ტენერიფე 81:67 ნიჟნი ნოვგოროდი - შერმადინის 24 ქულა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები