Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია
  • ვაისმა თამაში ორ მონაკვეთად გაყო - ხარაიშვილის ტრავმამდე და მერე

საქართველოს ნაკრებმა "ვიქტორია სტედიუმზე" 3:2 დაამარცხა გიბრალტარის ნაკრები. მატჩის შემდეგ ჟურნალისტების წინაშე ვლადიმირ ვაისი წარდგა. 

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): "რა თქმა უნდა მთავარი გამარჯვება და სამი ქულის მოპოვებაა, თუმცა ეს არ იყო იოლი გამარჯვება. პირველი 20-30 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ და გავიტანეთ გოლები. 

შესვენებაზე ბიჭებს ვუთხარი, რომ კონცენტრაცია არ დაეკარგათ. მეტად გაგვეხსნა თამაში, შეგვეტია და მესამე გოლი აუცილებლად გაგვეტანა. ამის შემდეგ კი თამაშის გაკონტროლებაზე გვეფიქრა. 

შემდეგ ხარაიშვილის დაკარგვის შემდეგ, ნერვიულობა შეგვეტყო. 
თანდათან დავკარგეთ კონცენტრაცია და ბურთის კონტროლი, დაცვაში მარტივი შეცდომების დაშვება დავიწყეთ. ერთი შეცდომა, მეორე... 2:0-ია თუ 3:0 უნდა ირბინო და იბრძოლო ბოლომდე. 

მეტოქის 10 ნომერ უოკერს შესანიშნავი ცაცია აქვს და ის ბრწყინვალე ნახევარცმევლია. 

შემდეგ ჩვენ გაგვიმართლა, რომ შევძელით მესამე გოლის გატანა და გამარჯვება, თუმცა ეს იყო ბრძოლაში მოპოვებული სამი ქულა".  

კომენტარები

ბოლო ამბები