Thumbnail

U19 | საქართველოს ნაკრებმა ხორვატიაც დაამარცხა - წინ ელიტრაუნდია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • U19 საქართველო 2:0 U19 ხორვატია
  • გოლები: 1:0 გულიაშვილი (8), 2:0 დავითაშვილი (24)

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი რაუნდი ბრწყინვალედ ჩაატარა. რამაზ სვანაძის გუნდმა ჯგუფში სამივე მატჩი მოიგო და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა. ყაზახეთის და უნგრეთის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა ხორვატიის 19-წლამდელთა ნაკრები 2:0 დაამარცხეს.

U19 საქართველოს ნაკრებმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა. ჯერ კიდევ მე-8 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც გულიაშვილმა გახსნა ანგარიში. 24-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა მეორე გოლი შეაგდო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ქართველმა ახალგაზრდებმა ბრწყინვალედ ჩაატარეს ტურნირი, 9 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და აგრძელებენ ბრძოლას ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად.

U19 საქართველო 2:0 U19 ხორვატია

გოლები: 1:0 გულიაშვილი (8), 2:0 დავითაშვილი (24).

U19 საქართველო (4-4-2): ლომიძე - კაპანაძე, გელაშვილი, ჯანგიძე, კალანდაძე - გულიაშვილი (83. გაგნიძე), მექვაბიშვილი, მესიაჩენკო, აზაროვი - იაკობიძე (90. ლომინაძე), დავითაშვილი (90. ნონიკაშვილი).

კომენტარები

ბოლო ამბები