Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევში მეშვიდე მატჩს გიბრალტართან მართავს
  • ვლადიმირ ვაისის გუნდი მეტოქეს ხარაიშვილისა და კანკავას გოლებით ამარცხებს  

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეშვიდე მატჩს სტუმრად გიბრალტართან მართავს. მიმდინარეობს შეხვედრის პირველი ტაიმი და ანგარიში სტუმრების სასარგებლოდ 2:0-ია.

"ვიქტორია სთედიუმზე" ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ, მე-10 წუთზე გახსნა. ეს 23 წლის ნახევარმცველის სადებიუტო გოლია ეროვნულ გუნდში.

📺 0:1 ხარაიშვილი (10')

მეორე გოლი მასპინძელთა კარში ათიოდე წუთის შემდეგ გავიდა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ შორეული დარტყმით შეაგდო. 

📺 0:2 კანკავა (21')

საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო D ჯგუფში უკვე ჩატარებული 6 მატჩიდან ერთი მოიგო (შინ გიბრალტართან 3:0), 2 ფრედ დაასრულა, 3 დათმო და 5 ქულით ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ბოლო ადგილს 0 ქულით სწორედ გიბრალტარი იკავებს.

გიბრალტარი 0:2 საქართველო

გოლი: 0:1 ხარაიშვილი (10'), 0:2 კანკავა (21')

გიბრალტარი (4-2-3-1): გოლდვინი - სერჯანტი, რ.ჩიპოლინა, დ.ჩიპოლინა, ოლივერო - ბადრი, მუელჰი - ლ.კაშარო - უოკერი, ბრიტო - დე ბარი.

საქართველო (4-1-4-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა -  ხარაიშვილი, შენგელია, ანანიძე, ყაზაიშვილი - ლობჯანიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები