Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში მეშვიდე შეხვედრას გამართავს
  • ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა შეარჩია 

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მეშვიდე მატჩს სტუმრად გიბრალტართან გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.

თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ვლადიმირ ვაისმა ის 11 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც "ვიქტორია სთედიუმზე" სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.

საქართველოს ნაკრები (4-1-4-1): ლორია - კაკაბაძე, ხოჭოლავა, გრიგალავა, ნავალოვსკი - კანკავა -  ხარაიშვილი, შენგელია, ანანიძე, ყაზაიშვილი - ლობჯანიძე.

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, ტაბიძე, კვერკველია, დაუშვილი, აბურჯანია, კიტეიშვილი, ქვილითაია.

📷 "ვიქტორია სთედიუმი" მატჩის წინ

🇬🇮🇬🇪 2 საათი მატჩის დაწყებამდე.

Posted by Georgian Football Federation on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

საქართველოს ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო D ჯგუფში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. ვაისის გუნდმა 1 შეხვედრა მოიგო (შინ გიბრალტართან 3:0), 2 ფრედ დაასრულა, 3 დათმო და 5 ქულით ცხრილში მეხუთე ადგილზეა. ბოლო ადგილს 0 ქულით სწორედ გიბრალტარი იკავებს.

📷 | GFF

კომენტარები

ბოლო ამბები