Thumbnail
  • ლევან მჭედლიძე პირველი არხის გადაცემა 'ტაიმაუტის' სტუმარი იყო
  • თბილისური კლუბის ფორვარდი საჩემპიონო ინტრიგაზე ეროვნულ ლიგაში

პირველი არხის გადაცემა "ტაიმაუტში" სტუმრად დინამო თბილისის ფორვარდი ლევან მჭედლიძე იყო. მჭედლიძე იტალიური ემპოლიდან საქართველოში დაბრუნდა და ეროვნულ ლიგაში თამაშობს. 29 წლის ფორვარდმა გადაცემაში დინამო თბილისის საჩემპიონო შანსებზე და დინამო ბათუმთან კონკურენციაზეც ისაუბრა.

ანალიტიკა | დინამო დინამოს წინააღმდეგ - 5 დაკვირვება სეზონის მთავარ მატჩზე

ლევან მჭედლიძე (დინამო თბილისი): "ჩემპიონატში გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ჩვენ ფაქტობრივად, 6 ფინალი დაგვრჩა და ექვსივე მოსაგებია, რადგან ვხედავთ, რომ დინამო ბათუმი ნამდვილად ძლიერი გუნდია, რომელიც კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. ჩვენ ხელშია ყველაფერი, თუ ჩვენც მოვიგებთ 6 თამაშს და ისინიც მოიგებენ, მაშინ ტაშს დავუკრავ მათ, მეტს ვერაფერს ვიზამ".

ეროვნული ლიგის დასრულებამდე 6 ტური რჩება. 30 მატჩის შემდეგ დინამო ბათუმსა და დინამო თბილისს 62-62 ქულა აქვთ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის წყალობით, ბათუმი ლიდერობს. თუკი ორივე გუნდი დარჩენილ მატჩებში გაიმარჯვებს, ჩემპიონი დინამო ბათუმი გახდება. 

სპორტული გადაცემა "ტაიმაუტი" პირველი არხის ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, 14:30-ზე გადის. მისი ავტორები გიორგი თვალაბეიშვილი, ხატია ალადაშვილი, ოთარ გიორგაძე და ლუკა ჭოჭუა არიან.    

კომენტარები

ბოლო ამბები