Thumbnail

მიხაელ ვორმი ტოტენჰემში დაბრუნდა, ჰოლანდიელი ტრავმირებულ უგო ლორისს შეცვლის

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • მიხაელ ვორმმა ტოტენჰემი გასულ ზაფხულს დატოვა
  • ჰოლანდიელი გოლკიპერი კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება

უგო ლორისმა ბრაიტონთან გამართულ შეხვედრაში ხელი მოიტეხა და ტოტენჰემს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანგის ნაცვლად გუნდში მიხაელ ვორმი დააბრუნა.

ჰოლანდიელმა მეკარემ ტოტენჰემი გასულ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და მას შემდეგ ახალ კლუბს ეძებდა. 35 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ალისონ ბეკერის ტრავმის შემდეგ სეზონის დასაწყისში ახლოს იყო ლივერპულში გადასვლასთან, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.

მიხაელ ვორმი ლონდონურ კლუბში სუონსიდან 2014 წელს 3.5 მილიონი ფუნტის სანაცლოდ გადავიდა. ტოტენჰემში 5 წელი დაყო. ამ დროის განმავლობაში მან პრემიერლიგის 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სულ კი "დეზების" რიგებში 47 მატჩი ითამაშა. ვორმი მოკლევადიან კონტრაქტს დათანხმდა და ტოტენჰემში სეზონის ბოლომდე დარჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები