Thumbnail

უნივერსალური სპორტული კომპლექსი ბათუმში - ახალი ეტაპი სპორტის განვითარებისთვის

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ტანვარჯიში, სპორტული ცეკვები, ჭიდაობა, კრივი, ტაეკვანდო, ჭადრაკი, კალათბურთი
  • ახალი სპორტული კომპლექსი სპორტის მრავალ სახეობას ერთ სივრცეში მოაქცევს 

მალე ბათუმს ახალი საფეხბურთო სტადიონი ექნება, რომელიც 20 000 გულშემტკივარზე იქნება გათვლილი. მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტს დინამო ბათუმის წარმატებები ემატება და აჭარის დედაქალაქში ნამდვილი საფეხბურთო ბუმია. თუმცა, ბათუმში მხოლოდ საფეხბურთო სტადიონი არ შენდება - სულ მალე, აჭარის დედაქალაქში უნივერსალური სპორტული კომპლექსი იფუნქციონირებს.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

უნივერსალური კომპლექსის მშენებლობის შესახებ, შპს სტადიონის დირექტორმა, ჯაბა სურმანიძემ ისაუბრა და დეტალებში გაგვარკვია... 

“ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი თავისი არქიტექტურული და საინჟინრო მოცემულობით მართლაც რომ უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. მისი საპროექტო ღირებულება 62 მილიონი ლარია, დაფინანსების წყარო კი აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტია. მშენებარე კომპლექსი ერთიან სივრცეში განათავსებს და თავს მოუყრის სპორტულ ტანვარჯიშს, სპორტულ ცეკვებს, ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობას, ქართულ საბრძოლო ხელოვნებას, კრივს, ტაეკვანდოს, ჭადრაკისა და კალათბურთის სექციებს. კომპლექსს გააჩნია 3 400 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნა და დაცულია ყველა სახის უსაფრთხოების მოთხოვნა”. განაცხადა ჯაბა სურმანიძემ.

2019 წელს, ბათუმს მიენიჭა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი. ბოლო წლებში, ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა, ამან კი ახალი სპორტული კომპლექსის აუცილებლობა გააჩინა. ბუნებრივია, აჭარის დედაქალაქში სურთ, რომ ბათუმში მაღალი დონის საერთაშორისო შეჯიბრებები ჩატარდეს. სწორედ ეს იყო ამ კომპლექსის მშენებლობის საფუძველი.  

“ამჟამად, სპორტული კომპლექსის გადახურვითი სამუშაო მიმდინარეობს. პარალელურ რეჟიმში, ხდება შენობის ფასადის მოპირკეთება და მიმდენარე ტერიტორიის მოწესრიგება. უხლოეს პერიოდში დავასრულებთ შიდა სარემონტო და კოსმეტიკურ სამუშაოებს. კაპიტალური სამუშაოების დარულებას 2019 წელს ვგეგმავთ, რის შემდეგადაც შენობის აღჭურვას დავიწყებთ”. - განმარტა ჯაბა სურმანიძემ.

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

ბათუმის უნივერსალური სპორტული კომპლექსი

კომენტარები

ბოლო ამბები