Thumbnail

წარმატება FOOTBALL MANAGER-ში და კლუბისგან მიღებული სამსახური

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანდრეი პავლოვიჩს FOOTBALL MANAGER-ის თამაში ძალიან უყვარს
  • მან ბეზანიჟასგან სამსახური მიიღო და პირველი მატჩიც მოიგო

FOOTBALL MANAGER-ს მსოფლიოში უამრავი ადამიანი თამაშობს. ანდრეი პავლოვიჩი ერთ-ერთია, რომელსაც თამაშში მიღწეული წარმატება დაუფასდა და საფეხბურთო კლუბისგან სამსახური მიიღო.

22 წლის სერბმა სერბეთის მე-2 დივიზიონის გუნდი FOOTBALL MANAGER-ში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. გარდა ამისა, 16 სეზონში მან 10-ჯერ მოიგო სერბეთის ჩემპიონატი და 6-ჯერ სერბეთის თასს დაეუფლა.

პავლოვიჩმა ბეზანიჟაში თავისი შედეგი გააგზავნა და მეორე ლიგის კლუბისგან პასუხიც მიიღო. ის სამსახურში აიყვანეს. მეორე ლიგის კლუბი, რომელსაც გორან დრაგოლიჩი წვრთნის, ფინანსური პრობლემები გამო დაქვეითდა და ახლა უკვე სუპერლიგაში დაბრუნებისთვის იბრძვის.

''კლუბის დირექტორს ჩემი შედეგი გავუგზავნე. არ ველოდი, თუ დამირეკავდნენ და სამსახურში ამიყვანდნენ. დაუჯერებელი იყო და შოკში ვიყავი - დროებით მოხალისედ უნდა ვიმუშაო, რადგანაც კლუბს ფინანსური პრობლემები აქვს'' - განაცხადა ანდრეი პავლოვიჩმა.

წინა კვირას ბეზანიჟას სამივე ასაკობრივმა გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ პირველმა გუნდმა, სადაც ანდრეი დაასაქმეს, 2:1 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები