Thumbnail
  • ბულგარეთი-ინგლისის მატჩი რასისტული გამოხდომების გამო ორჯერ შეწყდა
  • სოფიაში გამართულ სკანდალურ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა
  • ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია უეფასგან სასწრაფოდ რეაგირებას ითხოვს 

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მატჩი - ბულგარეთი-ინგლისი, რამდენჯერმე შეწყდა, რისი მიზეზიც სტადიონის ტრიბუნებზე გულშემატკივრების რასისტული გამოხდომები გახდა ინგლისელთა მიმართ. იყო საფრთხე, რომ მატჩი აღარც გაგრძელებულიყო, მაგრამ სტუმრებმა საბოლოოდ თამაშის ჩამთავრების გადაწყვეტილება მიიღეს. 

სოფიაში, არენა "ვასილ ლევსკიზე"  გამართულ შეხვედრაში სტუმრებმა მეტოქეს ექვსი უპასუხო გოლი გაუტანეს. დუბლებით როს ბარკლი და რაჰიმ სტერლინგი გამოირჩნენ, თითოჯერ კი მარკუს რაშფორდმა და ჰარი კეინმა გაიტანეს. 

ბულგარეთი 0:6 ინგლისი - ინგლისელების 6-გოლიანი შოუ

ბულგარეთი 0:6 ინგლისი - ინგლისელების 6-გოლიანი შოუ

Posted by Silk Sport on ორშაბათი, 14 ოქტომბერი, 2019

უეფას წესდების თანახმად, ტრიბუნებიდან რასისტული შინაარსის შეძახილების გამო მატჩს მთავარი მსაჯი ვალდებულია, დაუკავშირდეს სტადიონის დიქტორს, რათა ამ უკანასკნელმა გამოხდომის შეწყვეტა მოითხოვოს. ხელმეორე დარღვევისთვის არბიტრს შეუძლია ფეხბურთელები გარკვეული დროით გასახდელში გაუშვას. თუკი რასისტული შეძახილები ამის შემდეგაც არ შეწყდება, თამაში უნდა გადაიოდს.

არადა, სოფიის სტადიონის დიქტორმა ფანებს არაერთხელ მიმართა. ტრიბუნებთან ბულგარეთის ნაკრების კაპიტანი იველინ პოპოვიც კი მივიდა და ქომაგებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

ბულგარეთისა და ინგლისის მატჩი 2-ჯერ შეწყდა

ბულგარეთისა და ინგლისის მატჩი 2-ჯერ შეწყდა ქომაგთა მხრიდან რასისტული გამონათქვამების გამო

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 15 ოქტომბერი, 2019

მომხდართან დაკავშირებით ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია (FA) უეფაში ჩივილს აპირებს:
 
"შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ბულგარეთთან მატჩის დროს ამაზრზენი რასისტული შეურაცხყოფის მსხვერპლნი გახდნენ. ეს ნებისმიერ ტურნირზე მიუღებელია და ამ ვითარებაში ჩვენი ამოცანა მოთამაშეების თანადგომაა. სამწუხაროდ, ეს ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების მიმართ გამოვლენილი რასიზმის პირველი შემთხვევა არაა. ეს დაუშვებელია საზოგადოებასა და ფეხბურთში. ჩვენ ვთხოვთ უეფას, ამ ინციდენტზე გამოძიება სასწრაფოდ ჩაატაროს".

მომხდარის გამო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

"დღეს პრემიერ-მინისტრმა დამირეკა. მან მოითხოვა, რომ შევწყიტოთ ნებისმიერი სახის თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან იქამდე, სანამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბორისლავ მიხაილოვი თანამდებობიდან არ წავა", - განაცხადა ბულგარეთის სპორტის მინისტრმა კრასენ კრალევმა.

ფანების რასისტული გამოხდომების გამო ბულგარეთს სანქციები ემუქრება

რაჰიმ სტერლინგი: "სამწუხაროა, რომ ბულგარეთს მის არენაზე ასეთი იდიოტები წარმოადგენენ. ყოველ შემთხვევაში… 6:0, და ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და შინ ვბრუნდებით. გულშემატკივრების შინ მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებთ. ბიჭებო, თქვენ ყველაფერი შეძელით".

რასისტულ გამოხდომებზე მარკუს რაშფორდმაც ისაუბრა, რომელმაც ბულგარელთა კაპიტნის, იველინ პოპოვის საქციელიც შეაფასა:

"სათამაშოდ რთული ვითარება. 2019 წელს ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. ვამაყობთ იმით, რომ ყველაფერზე მაღლა დავდექით და სამი ქულა მოვიპოვეთ. მადლობელი ვართ ინგლისის ნაკრების გულშემატკივრების. გავიგე, რაც გააკეთა ბულგარეთის ნაკრების კაპიტანმა შესვენებისას. ვაჟკაცობაა საჭირო, რომ თავად გადაწყვიტო სწორად მოქცევა. ასეთი ნაბიჯები შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს".

ჯესი ლინგარდი: "ინგლისის ნაკრების თითოეული მოთამაშე ძლიერია მასზე, ვინც ლამაზი თამაშის წახდენას ცდილობს! უეფამ ამასთან დაკავშირებით რაღა უნდა მოიმოქმედოს! სირცხვილია!"

 

კომენტარები

ბოლო ამბები