Thumbnail
  • მესუთ იოზილი არსენალში სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
  • გერმანელი ნახევარმცველი მილანს, ინტერს და ფენერბაჰჩეს სურთ

მესუთ იოზილი, რომელიც დღეს 31 წლის გახდა, ლონდონის არსენალს, სავარაუდოდ, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს. იოზილს სათამაშო დრო პრაქტიკულად საერთოდ არ ეძლევა.

დანი სებალიოსის კლუბში მისვლის მერე, გერმანელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. მესუთმა პრემიერლიგის ამ სეზონში მხოლოდ ერთხელ უოტფორდთან ფრედ დასრულებულ მატჩში ითამაშა. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელებს კი იოზილის ფიზიკური ფორმა არ მოსწონთ. მათი აზრით, 31 წლის ფეხბურთელი საქმეს გულგრილად ეკიდება.

Calciomercato-ის ინფორმაციით ნახევარმცველის შეძენა მილანს და თანაქალაქელ ინტერს სურთ. კლუბებს ფეხბურთელის ყიდვა იანვარშივე უნდათ, თუმცა პრობლემა იოზილის მაღალი ხელფასია, რომლის გადახდაც სერია A-ს კლუბებს გაუჭირდებათ. მესუთი არსენალში კვირაში 350 000 ფუნტს იღებს.

იოზილის არენდის წესით დამატება სურს თურქულ ფენერბაჰჩეს. "მეთოფეებს" თურქული ვარიანტი უფრო რეალურად ესახებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები