Thumbnail
  • თბილისის დინამომ თურქეთში მეორე შეკრება დაიწყო.
  • კახა კაჭარავას გუნდმა ამხანაგური შეხვედრა მოიგო.

თურქულ შეკრებაზე თბილისის დინამომ ამხანაგური მატჩი გამართა და რუსული ნეფტეხიმიკი 1:0 დაამარცხა.

თბილისელებმა ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანეს - თავი ოთარ კიტეიშვილმა გამოიჩინა.

დინამო ფლობდა ტერიტორიულ უპირატესობას, იყო რამდენიმე სახიფათო მომენტი, თუმცა გოლი აღარ გასულა.

თბილისის დინამომ თამაში შემდეგი შემადგენლობით დაიწყო:

გულისკერია - რუხაია, ლუცევიჩი, თოთაძე, კობოური - ივანისენია, ქარდავა - ივანიშვილი, კიტეიშვილი, შულაია - ზივზივაძე 

კომენტარები

ბოლო ამბები