Thumbnail
  • გენტში ქვილიათაიასა და ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა უკრაინელთა წარმატება შეაფასა
  • რომან იარემჩუკის თქმით, ევრო 2020-ზე გასვლის გამო ეიფორიაში ჩავარდნა არ ღირს 

უკრაინის ნაკრებისა და გენტის თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ საგულისხმო კომენტარი გააკეთა.

უკრაინის ნაკრებმა კიევში ევროპის მოქმედ ჩემპიონებს ანგარიშით 2:1 სძლია, მასპინძელთა ორი გოლიდან ერთი კი სწორედ ბელგიურ გუნდში გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა შეაგდო. 

მეტი ამ თემაზე: რონალდოს 700 – უკრაინა გავიდა, ბულგარეთს სასჯელი ემუქრება

ამ გამარჯვებით უკრაინის ეროვნულმა გუნდმა 19 ქულა მოაგროვა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ვადამდე მოიპოვა. იარემჩუკს წარმატება ახარებს, თუმცა ამის გამო თანამემამულეებს ეიფორიაში ჩავარდნას არ ურჩევს, ცუდ მაგალითად კი რუსეთის ნაკრებს ასახელებს, რომელმაც ასევე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაში.

უკრაინის ნაკრებმა პორტუგალიასთან მოგებით ევრო 2020-ზე თამაში გაინაღდა

"თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობდით. მადლობა ფანატებს ასეთი ფანტასტიკური მხარდაჭერისთვის. გოლის ეპიზოდში საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოვჩნდი. 

ძალიან სასიამოვნოა ასეთი კარგი შედეგის ჩვენება, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ამბავს მშვიდად უნდა შევხვდეთ. ჩვენ რუსეთი არ ვართ, რომელმაც შოტლანდიას მოუგო და უკვე ყველასთან ამბობს, ევროს მოვიგებთო.

გავიმარჯვეთ, ყველაფერი კარგადაა, ვაგრძელებთ მზადებას. კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო", - ამბობს 23 წლის რომან აირემჩუკი უკრაინულ მედიასთან.

კომენტარები

ბოლო ამბები