Thumbnail
  • საფრანგეთი 1:1 თურქეთი
  • ამ ფრით ისლანდიელთა შანსი მინიმალურია
  • უკრაინა ევრო 2020-ზე გავიდა

პარიზის "სენ დენიზე" ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის, H ჯგუფის ცენტრალური მატჩი გაიმართა - საფრანგეთის ნაკრებმა თურქეთს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ორი ტურით ადრე ჯგუფს 19 ქულით საფრანგეთის ნაკრები ლიდერობს, თურქეთი ამდენივე ქულით მეორე ადგილზეა. ერთადერთი ნაკრები, რომელსაც ევრო 2020-ის საგზურის მოპოვება ამ ორი ლიდერის გარდა შეუძლია, ისლანდიაა, თუმცა 15 ქულით კუნძულელთა შანსები თეორიულია.

გოლები მეორე ტაიმში გავიდა, ჯერ გრიზმანის ჩაწოდების შემდეგ შეცვლაზე შესულმა ოლივიე ჟირუმ გამოიჩინა თავი, მატჩის დასრულებამდე 8 წუთით ადრე კი ჩალჰანოღლუს ჩაწოდებული ფრანგთა კარში შეცვლაზე შესულმა მცველმა კაან აიჰანმა გაიტანა. 

საფრანგეთი 1:1 თურქეთი

გოლები: 1:0 ჟირუ (76), 1:1 აიჰანი (82)

საფრანგეთი (4-2-3-1): მანდანდა - პავარი, ვარანი, ლონგლე, ლ. ერნანდესი - ტოლისო, სისოკო - კომანი (87. იკონე), გრიზმანი, მატუიდი (77. ლემარი) - ბენ იედერი (72. ჟირუ)

თურქეთი (4-3-3): გიუნოკი - ჩელიკი (53. აიჰანი), სოიუნჩუ, დემირალი, მერაში - ტუფანი (81. ტოსუნი), ტეკდემირი, იოკუსლუ (46. ჩალჰანოღლუ) - კაჰვეჩი, ილმაზი, კარამანი

სხვა მატჩები

ბულგარეთი 0:6 ინგლისი

გოლები: 0:1 რაშფორდი (7), 0:2 ბარკლი (20), 0:3 ბარკლი (32), 0:4 სტერლინგი (45+3), 0:5 სტერლინგი (69), 0:6 კეინი (85)

ისლანდია 2:0 ანდორა

გოლები: 1:0 ა. სიგურდსონი (38), 2:0 სიგტორსონი (65)

კოსოვო 2:0 მონტენეგრო

გოლები: 1:0 რაჰმანი (10), 2:0 მურიქი (34)

ლიტვა 1:2 სერბეთი

გოლები: 0:1 მიტროვიჩი (49), 0:2 მიტროვიჩი (53), 1:2 კაზლაუსკასი (79)

მოლდოვა 0:4 ალბანეთი

გოლები: 0:1 ჩიკალეში (22), 0:2 ბარე (34), 0:3 ტრაში (40), 0:4 მანაი (90)

უკრაინა 2:1 პორტუგალია

გოლები: 1:0 იარემჩუკი (6), 2:0 იარმოლენკო (27), 2:1 რონალდო (72-პენ)

კომენტარები

ბოლო ამბები