Thumbnail
  • ქართველმა ცენტრმა კოჭის ტრავმა მოიშუშა 
  • გოგა ბითაძის დებიუტს მინესოტასთან მატჩში ელიან

ქართველი კალათბურთელი გოგა ბითაძე დიდი ალბათობით მონაწილეობას მიიღებს ინდიანა პეისერსის დასკვნით მოსამზადებელ მატჩში, რომელიც 16 ოქტომბრის დილას შედგება.

Indianapolis Star-ის ცნობით, ბითაძემ, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, ორშაბათს სრული დატვირთვით ივარჯიშა და თუკი კოჭის ტკივილმა ისევ არ შეაწუხა, მოედანზე აუცილებლად ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ გოგამ ინდიანაში გადასვლის შემდეგ საზაფხულო მატჩები სავიზო პრობლემების გამო გამოტოვა, პეისერსის მიერ ოქტომბერში ჩატარებულ შეხვედრებში კი ტრავმის გამო ვერ ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ინდიანელებმა მიმდინარე თვეში სამივე საკონტროლო მატჩში იმარჯვეს, დასკვნითი მატჩი კი მინესოტასთან ელით. თამაში ოთხშაბათს დილით თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს?

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • გოლდენ სტეიტი
  • ჰიუსტონი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები