Thumbnail
  • Gibraltar Chronicle-ის სტატია საქართველოსთან თამაშზე
  • გიბრალტარული გაზეთი ოპტიმისტურად არის განწყობილი

15 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის მორიგ შესარჩევ მატჩს გამართავს, D ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარს ესტუმრება.

Gibraltar Chronicle-ში საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ სტატია გამოქვეყნდა: "ხვალ გიბრალტარი საქართველოსთან შედეგისთვის ითამაშებს".

"ხვალ "ვიქტორია სტედიუმზე" გიბრალტარის ნაკრებს ძლიერი მეტოქე ჰყავს - საქართველო. ამ ზაფხულს საქართველოში გიბრალტარი 0:3 დამარცხდა. 

გიბრალტარის ნაკრებმა მნიშვნელოვნად მოუმატა, მას მერე, რაც ხულიო რიბასი გუნდის თავკაცი გახდა. გუნდი აღარ აგებს 0:9-ებს, როგორც ადრე ხდებოდა. ახლა უკვე გუნდს "გიბრალტარელ მეომრებს" უწოდებენ. ახლა ნაკრების ფეხბურთელები უმალ თავს შეაკლავენ, ვიდრე დიდი ანგარიშით დამარცხდებიან. 

საქართველოსთან თამაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საერთაშორისო ფეხბურთში პატივისცემა დავიმსახუროთ. ხულიო რიბასი იმასაც ამბობს, რომ დროა, საქართველოსთან დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ. თავის მხრივ, საქართველომ ერთა ლიგაზე დაამტკიცა, რომ დაბალი დონის ქვეყნებში ანგარიშგასაწევი ძალაა.

საქართველო დაახლოებით იმ დონის გუნდია, როგორიც სომხეთი და მაკედონიაა". 

კომენტარები

ბოლო ამბები