Thumbnail

სასჯელი კოცნის გამო – გასქოინს პატიმრობა ემუქრება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ინგლისელი ექს-ვარსკვლავი ისევ შარში გაეხვა
  • პოლ გასქოინს მატარებლის ინციდენტის გამო ასამართლებენ

წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი პოლ გასქოინი იგივე “გაზა”, შესაძლოა, ციხეში აღმოჩნდეს. ინგლისის ნაკრების ექს-წევრს ბრალად სექსუალური ხასიათის ძალადობა ედება და მისი სასამართლო პროცესი სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა საქმე ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში მომხდარ ინციდენტს ეხება, რომელიც მატარებელში მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ როგორც ყოველთვის მთვრალი გასქოინი მავან ქალთან დაახლოებას ცდილობდა, უარის შემდეგ კი, მას ძალით ტუჩებში აკოცა, რაც ძალადობად შეფასდა.

თავად პოლის თქმით, მისი კოცნა უბრალოდ სიბრალულის გრძნობით იყო გამოწვეული და გოგონას დამშვიდებას ისახავდა მიზნად. გასქოინის ვერსიით, დაზარალებული ცუდ ხასიათზე იმიტომ იმყოფებოდა, რომ მას ზედმეტი წონის გამო დასცინეს...

52 წლის გასქოინი კარიერის განმავლობაში ნიუკასლის, ტოტენჰემის, ლაციოს, რეინჯერსის, მიდლსბროს და ევერტონის ღირსებას იცავდა, ინგლისის ეროვნულ ნაკრებში კი 57 მატჩი აქვს ჩატარებული.

პოლს კარიერის დასრულების შემდეგ საქმეები ცუდად წაუვიდა. ფეხბურთელი ალკოჰოლზე გახდა დამოკიდებული და დიდი პერიოდი კლინიკებში გაატარა, რამდენჯერმე კი, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეც გახლდათ.

კომენტარები

ბოლო ამბები