Thumbnail
  • ნაკრების სტატისტიკა მსოფლიო თასზე
  • ყველაზე დიდი სტატისტიკური მიღწევა - 218 ბოჭვა ავსტრალიასთან

მსოფლიო თასი საქართველოსთვის დასრულებულია. ჩვენი გუნდის სტატისტიკას კი სარაგბო მსოფლიო თასის ოფიციალური საიტის მიხედვით გთავაზობთ: 

ახალი რეკორდი - 218 ბოჭვა!

აქვე შეიძლება თქმა, რომ ინდივიდუალურად არცერთ სტატისტიკურ მაჩვენებელში "ბორჯღალოსნები" არ არიან ლიდერთა შორის. ასევეა გუნდურ სტატისტიკაშიც, გარდა ერთისა - "ვოლაბებთან" მატჩში საქართველომ 218 წარმატებული ბოჭვა შეასრულა, რაც მსოფლიო რეკორდია!

BBC-იმ თავიდან 201 წარმატებული ბოჭვა დაითვალა ავსტრალიასთან მატჩში და გამოაცხადა, რომ ჩვენ გუნდს სულ 4 ბოჭვა დააკლდა 2007 წელს დამყარებულ რეკორდამდე - მსოფლიო თასზე აქამდე ყველაზე მეტი ბოჭვა საფრანგეთის ნაკრებს ეკუთვნოდა - 205 ახალ ზელანდიასთან, რომლის წყალობითაც გუნდმა კარდიფში სენსაცია მოახდინა და ნახევარფინალში გავიდა.

შემდეგ დაზუსტდა და ოფიციალურმა წყარომაც დაადასტურა - "ბორჯღალოსნებმა" ავსტრალიასთან 218 ბოჭვა შეასრულეს და შესაბამისად ფრანგების რეკორდი 13 ბოჭვით გააუმჯობესეს!

ნაკრების სტატისტიკა იაპონიაში

საქართველოს ნაკრებს ყველაზე მეტი ქულა 20 წლის თედო აბჟანდაძემ მოუპოვა - 12. 10-10 ქულა მოუტანეს გუნდს ალექსანდრე თოდუამ და ლევან ჩილაჩავამ. 8 ქულა სოსო მათიაშვილის ანგარიშზეა. 5-5 - გიორგი კვესელაძის, ჯაბა ბრეგვაძის, მამუკა გორგოძის, ოთარ გიორგაძისა და შალვა მამუკაშვილის. სულ 9 მორაგბემ მოუპოვა ნაკრებს ქულები.

სოსო მათიაშვილმა მსოფლიო თასზე 2 საჯარიმო და 1 გარდასახვა გაიტანა

9 ლელოდან 2-2 თოდუასა და ჩილაჩავას ანგარიშზეა. კვესელაძემ, ბრეგვაძემ, გორგოძემ, გიორგაძემ და მამუკაშვილმა თითო ლელო დადეს. 6 გარდასახვა თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა, 1 - სოსო მათიაშვილის. მსოფლიო თასზე საქართველოს ორივე საჯარიმო სოსო მათიაშვილმა გაიტანა. 

ჯაბა ბრეგვაძე ერთადერთია, რომელიც გაასინბინეს ამ მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსანთაგან". ყველაზე მეტი ბოჭვა ნაკრებში ბექა საღინაძემ შეასრულა - 41. შემდეგ მოდის ბექა გორგაძე - 38 და მამუკა გორგოძე და გიორგი ნემსაძე - 34-34. ბეკებიდან ბოჭვებში ლიდერი დავით კაჭარავაა - 32. მას მხოლოდ ერთი ბოჭვით ჩამორჩა გიორგი კვესელაძე.

ხაზის გაჭრებით ზურა ძნელაძე ლიდერობს - 5. შემდეგ მოდის ოთარ გიორგაძე - 3. ბურთით წინ ყველაზე მეტი სოსო მათიაშვილმა ირბინა - 35 მეტრი. შემდეგ მოდის გიორგი კვესელაძე და ოთარ გიორგაძე - 26-26. 

ნაკრებმა პირველად მოახერხა მატჩის ბონუს-ქულით მოგება მსოფლიო თასზე

საინტერესო ფაქტები

🏉 31 აგვისტოდან 11 ოქტომრამდე საქართველომ 4 მატჩი გამართა პირველი დონის სარაგბო ქვეყნებთან (შოტლანდია, შოტლანდია, უელსი, ავსტრალია). 

🏉 მსოფლიო თასის 4-ვე მატჩი მხოლოდ გიორგი კვესელაძემ და კოტე მიქაუტაძემ დაიწყეს. ამასთან, კვესელაძემ შეუცვლელად ითამაშა.

🏉 33 - ამდენი ქულა საქართველოს მსოფლიო თასზე აქამდე არ აუღია ერთ მატჩში (ურუგვაისთან - 33:7). 2007 წლის შედეგი (ნამიბიასთან 30:0) გაუმჯობესდა.

🏉 5 - პირველად მოხდა, რომ საქართველოს ნაკრებმა ბონუს-ქულა მოიპოვა მსოფლიო თასის მატჩში, ურუგვაისთან 5 ლელო დავდეთ.

🏉 218 - ბოჭვა ავსტრალიის წინააღმდეგ, მსოფლიო თასის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელი.

🏉 9 - ამდენი ლელო მსოფლიო თასზე საქართველოს არასდროს გაუტანია. პირველად მოხდა, რომ გუნდმა ლელო ყოველ თამაშში დადო.

საქართველო მსოფლიო თასებზე

🏉  20 მატჩი: 5 გამარჯვება, 15 მარცხი.

🏉 სულ 262 ქულა, 13.1 ქულა საშუალოდ მატჩში.

🏉 სულ 23 ლელო (საშუალოდ, 1.15 ლელო თამაშში) და 21 გარდასახვა, 34 გატანილი საჯარიმო, 1 არეკნი

საქართველო (გუნდური) 2019 წლის მსოფლიო თასზე

🏉 65 ქულა სულ. 20 გუნდში მე-14 შედეგი.

🏉 9 ლელო - მე-12 შედეგი. ამდენივე ლელო აქვს საფრანგეთს, რომლის ერთი მატჩიც ჩაიშალა.

🏉 2 საჯარიმო - მე-15 შედეგი ჯგუფურ ეტაპზე.

🏉 532 ბოჭვა - მე-7 შედეგი ჯგუფურ ეტაპზე.

🏉 ხაზის გაჭრა - 30. მე-13 შედეგი.

კომენტარები

ბოლო ამბები