Thumbnail
  • იუვენტუსისა და ჰოლანდიის ნაკრების მცველისთვის ბევრი რამ შეიცვალა
  • 20 წლის ფეხბურთელი სირთულეებს არ უშინდება და მუშაობას აგრძელებს

ტურინის იუვენტუსისა და ჰოლანდიის ნაკრების მცველი მატეის დე ლიხტი აღიარებს, რომ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არაა. მას შემდეგ, რაც ჰოლანდიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევში სტუმრად ბელარუსს სძლია (2:1), 20 წლის ჰოლანდიელმა თავისი პრობლემების შესახებ მედიასთან ღიად ისაუბრა.

ჰოლანდიის ნაკრებმა ბელარუსთან 3 ქულა ვეინალდუმის დუბლით მოიპოვა

"ოპტიმალურ ფორმაში ჯერ კიდევ არ ვარ და ეს ვიცი. რაც უფრო მეტს ვთამაშობ, მით უკეთესი ვხდები. შემიძლია ის, რომ გავაგრძელო თავდაუზოგავად მუშაობა, ვაკეთო ჩემი საქმე და ვისწავლო ჩემი თანაგუნდელებისგან.

აიაქსში ხელშეუხებელი ვიყავი და ამას ვგრძნობდი. ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ეს ბუნებრივია. დღეს ნაკლებად თავდაჯერებული ვარ, ვიდრე შარშან ვიყავი. აღმოვჩნდი ახალ კლუბში, სადაც განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობენ. მყავს ახალი თანაგუნდელები და ჩემთვის ყველაფერი ახალია, მაგრამ სულ უფრო უკეთესი ვხდები", - აქვეყნებს დე ლიხტის ნათქვამს იტალიური მედია.

მატეის დე ლიხტი ამსტერდამის აიაქსიდან ტურინის იუვენტუსში 2019 წლის ზაფხულში, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა მცველმა ტურინული გუნდის დაცვის ხაზში ადგილი ჯორჯო კიელინის ტრავმის შემდეგ დაიმკვიდრა, ამ დროისთვის კი მის ანგარიშზე სერია A-ში ჩატარებული 5 მატჩია.

აიაქსის ყოფილი კაპიტანი ჰოლანდიის 2019 წლის ფეხბურთელად დაასახელეს

ჰოლანდიის ნაკრებმა ევრო 2020-ის C ჯგუფში ჩატარებულ 6 მატჩში 15 ქულის მოპოვება შეძლო და დამატებითი მაჩვენებლით, პირველ ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს გერმანიის ნაკრებს. რონალდ კუმანის შეგირდებს მომდევნო შეხვედრის ჩატარება სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან, 16 ნოემბერს მოუწევთ. 

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები