Thumbnail
  • მერსისაიდელებს ტრავმირებული მეკარე და თავდამსხმელი დაუბრუნდათ
  • კლოპის გუნდს მომავალ ტურში სტუმრობა მანჩესტერ იუნაიტედთან უწევს

ლივერპულის ფეხბურთელები, ალისონ ბეკერი და მოჰამედ სალაჰი, რომლებსაც ტრავმები ჰქონდათ, სრულებით გამოჯანმრთელდნენ და გუნდის დახმარებას შეძლებენ. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მერსისაიდელთა მეკარეც და თავდამსხმელიც ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში, მანჩესტერ იუნაიტედთან თამაშს შეძლებენ. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიელი მეკარე სულაც სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

27 წლის ეგვიპტელმა ლესტერთან მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა

ალისონ ბეკერმა ტრავმა აგვისტოს დასაწყისში მიიღო. ბრაზილიელი ნორვიჩთან პრემიერლიგის 1-ელი ტურის შეხვედრაში (4:1) დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე აღარ გასულა. 

რაც შეეხება ლივერპულის ეგვიპტელ თავდასმხმელს, მოჰამედ სალაჰმა ტრავმა საერთაშორისო მატჩებით გამოწვეული პაუზის წინ მიიღო და ვერც ეგვიპტის ეროვნულ გუნდში გაემგზავრა.

მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის დაპირისპირება "ოლდ ტრაფორდზე" 20 ოქტომბერს ჩატარდება.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 8 ტურის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდს ქულათა მაქსიმუმი აქვს - 24 და სატურნირო ცხრილის სათავეშია. მანჩესტერ იუნაიტედს 9 ქულა აქვს და მე-12 ადგილზეა.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს პრემიერლიგას?

  • მანჩესტერ სიტი
  • ლივერპული
  • ტოტენჰემი
  • ჩელსი
  • მანჩესტერ იუნაიტედი
  • არსენალი
  • ვულვზი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები