Thumbnail
  • JUDOINSIDE-მა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ პროგნოზები გააკეთა
  • 5 ტალანტი, რომლებიც ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიბრწყინებენ

მაროკოს ქალაქ მარაკეშში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემიონატი ერთ კვირაში დაიწყება, სადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებიც იასპარეზებს. ცნობილმა ვებგვერდმა, JUDOINSIDE-მა გოგონათა შორის ის TOP 5 ტალანტი დაასახელა, რომლებიც ამ ტურნირზე ოქროს მედლის კანდიდატები არიან.

ხუთეულში ეთერ ლიპარტელიანიც მოხვდა, რომელსაც ვებგვერდი საქართველოდან ერთ-ერთ მთავარ ტალანტს უწოდებს.

JUDOINSIDE: ეთერ ლიპარტელიანი საქართველოდან ერთ-ერთი მთავარი ტალანტია. საქართველოში ქალთა ძიუდო ვითარდება და მათ მომავალში ნიჭიერი ქალი ძიუდოისტები ეყოლებათ. ლიპარტელიანმა ფინეთში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჩვენ მას დიდი ხანია ვიცნობთ. მან ჯერ კიდევ 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი მოიგო. ვარლამ ლიპარტელიანის გამო, მას დიდი ყურადღებით აკვირდებიან, თუმცა კარგი ასპარეზობის გამოც დაიმსახურა ყურადღება.

მან კლუჟ-ნაპოკაში ევროპის თასი მოიგო და ზაგრების გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 57-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მისგან მედალს უნდა ველოდოთ.

ლიპარტელიანის გარდა, TOP 5 ტალანტში მოხვდა: ვაკანა კოგა (იაპონია), შოფი ოზბასი (უნგრეთი, კელი პეტერსონ-პოლარდი (დიდი ბრიტანეთი), პატრიცია სამპაიო (პორტუგალია).

კომენტარები

ბოლო ამბები