Thumbnail

არის თუ არა შავი ხვრელი Fortnite-ის დასასრული?

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • Fortnite-ის მთელი თამაში მეათე სეზონის დასასრულთან ერთად გაქრა!
  • Epic Games-ს ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.

პოპულარული ონლაინ მულტიფლეიერ Fortnite-ის ფანებმა გუშინ დიდი დარტყმა მიიღეს: თამაშის ყველა სერვერზე ერთდროულად აფეთქება მოხდა და ყველაფერი შავმა ხვრელმა შთანთქა. ეს მოვლენა, რომელიც კვირას ღამით მოხდა, წინასწარ გათვლილი იყო როგორც მეათე სეზონის დასასრული, ხოლო მეთერთემეტე სეზონის დაწყებას, მოთამაშეები დაუყოვნებლივ ელოდებოდნენ, თუმცა, ამ მოვლენიდან 12 საათის შემდეგაც კი, Fortnite ისევ სიბნელითაა მოცული.

მეათე სეზონის დასასრულისას, თამაშის სამყაროში რაკეტის გაშვებამ აფეთქება გამოიწვია, რის შედეგადაც ცეცხლის წვიმა გაჩნდა და სამყარო განადგურდა. მოთამაშეები თამაშის სიუჟეტის გაგრძელებას რამდენიმე საათი ელოდნენ და დაჟინებით მისჩერებოდნენ შავი ხვრელის სტატიკურ ვიდეოს. Fortnite-ის გათიშვიდან 4 საათის შემდეგ, შავ ხვრელს თამაშის განახლების მოლოდინით 100 000-ზე მეტი გეიმერი უყურებდა.

თუმცა, მოთამაშეები მალევე მიხვდნენ რომ ეს Fortnite-ის დასასრული არ იქნებოდა: Epic Games-ის თამაშს 250 მილიონამდე გეიმერი თამაშობს და, მისი ასე მოულოდნელად და უმიზეზოდ წაშლა, აბსურდი იქნებოდა. შესაბამისად, გეიმერები მინიშნებების ძებნას შეუდგნენ იმის გასარკვევად, თუ რა ბედი ელის Fortnite-ს.

twitter-ის პოსტების მიხედვით, თამაშში შავი ხვრელის წარმოქმნის შემდეგ, ეკრანზე გამოჩენილი ციფრების გაშიფვრა შეიძლება. გეიმერებმა კოდის ამოხსნის შემდეგ, ასეთი წინადადება მიიღეს:

''მე მარტო არ ვარ, სხვები წრის გარეთ დარჩნენ.''

ამ მინიშნებამ გეიმერებს იმედი გაუჩინა, რომ თამაში მალე ისევ ჩაირთვება. როდის დაიწყება 11-ე სეზონი? ამაზე ჯერჯერობით, ზუსტად არაფერია ცნობილი, თუმცა, რამდენიმე ვარაუდის მიხედვით, თამაში სრული 24 საათი იქნება გათიშული. ამის მიზეზი კი ჩინური სერვერია, სადაც მეათე სეზონის ''დასასრული'' დაახლოებით 12 საათის დაგვიანებით გაეშვა. მოთამაშეების აზრით, დეველოპერებს სურთ, ყველა სერვერის მოთამაშეებმა მოასწრონ მეათე სეზონის დასრულება და შავი ხვრელის საიდუმლოს გახსნა. ამის შემდეგ კი, 11-ე სეზონის განახლება ყველასთვის ერთდროულად გამოვა.

 

 

კომენტარები

ბოლო ამბები