Thumbnail
  • თორნიკე შენგელიამ ბილბაო ბასკეტთან გაიბრწყინა
  • ქართველ კალათბურთელს მომდევნო მატჩი სტამბოლში ელის

თორნიკე შენგელიას შედეგიანი შეტევა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურის საუკეთესო მომენტებს შორის მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ლეგიონერის ბასკონია ბილბაო ბასკეტს სტუმრობდა და 75:79 წააგო, თოკო კი მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ.

📺 შენგელიას შეტევა ბილბაოსთან

პირველი მეოთხედის მიწურულს ბასკები მდევრის როლში იყვნენ, როდესაც შენგელიამ თბილისის ვითას ყოფილი წევრის პიერია ჰენრის პასი მიიღო, ჰაერშივე მარცხენა ხელიდან ბურთი მარჯვენაში გადაიტანა და ფარქვეშიდან 2 ქულა მიითვალა.

ქართველი ლეგიონერის ეს ეპიზოდი საუკეთესო შვიდეულში მე-5 ნომრად შევიდა, პირველზე კი ბარსელონას არგენტინელი ფორვარდის ლეანდრო ბოლმაროს პასი ააღმოჩნდა, რომელიც მან ნიკოლა მიროტიჩს მიაწოდა.

📺 მე-4 ტურის საუკეთესო მომენტების შვიდეული

შეგახსენებთ, რომ შენგელია ბილბაოელებთან მატჩის სასტარტო ხუთეულში იყო და 29:30 წუთში 14 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ბასკონია ესპანურ ლიგაში 4-დან ერთადერთი მოგებით აუტსაიდერთა რიგებშია, მომდევნო მატჩი კი 20 ოქტომბერს, შინ, ბეტისთან ელის. მანამდე, 17 ოქტომბერს, ბასკონიელები ევროლიგის ეგიდით სტამბოლის ფენერბაჰჩეს ესტუმრებიან.

კომენტარები

ბოლო ამბები