Thumbnail

რინერის საოცარი სტატისტიკა - ტედი 2010 წლიდან დაუმარცხებელია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტედი რინერმა ბრაზილიის გრანდ სლემი მარტივად მოიგო
  • ფრანგ ძიუდოისტს 2010 წლის შემდეგ შეხვედრა არ წაუგია

ტედი რინერმა კარიერაში 48-ე ოქროს მედალი ბრაზილიის გრანდ სლემზე მოიგო. ფრანგმა ძიუდოისტმა ფინალურ დაპირისპირებაში მასპინძელი დავიდ მოურა 20 წამში დაამარცხა და ჩემპიონობა იზეიმა, რითიც გრანდ სლემებზე მე-6 ოქროს მედალს დაეუფლა.

ბრაზილიის გრანდ სლემის მოგებამდე, რინერს გრანდ სლემი მხოლოდ პარიზში ჰქონდა მოგებული, რადგანაც სხვა გრანდ სლემებზე უბრალოდ არ ასპარეზობდა. ფრანგმა ძიუდოისტმა კიდევ ერთი ტურნირი განვლო ისე, რომ მას გდება არ გაუშვია.

რინერს საოცარი სტატისტიკა აქვს - მას 2010 წლის შემდეგ ბრძოლა არ წაუგია. რინერმა 123 შეხვედრა გამართა და ყველა მოგებით დაასრულა. 2010 წელს კი 27-დან 26 ბრძოლა მოიგო. რინერი ბოლოს იაპონელ დაიკი კამიკავასთან დამარცხდა - კამიკავას რინერი არ წაუქცევია. ფრანგი დამარცხებულად მსაჯებმა გამოაცხადეს.

ტედი რინერის TOP 10 იპონი 📺

კომენტარები

ბოლო ამბები