Thumbnail
  • გიორგი მიქაძის ნაკრებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა
  • საქართველოს ნაკრებს ბალტიისპირელებთან კიდევ 1 სპარინგი ელის

საქართველოს 18-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი ომარაშვილმა (ორჯერ) და ზურაბ ერაძემ გაიტანეს.

გუნდები 15 ოქტომბერს კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი მიქაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, იაკობიძე, მამაცაშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ოსიყმაშვილი, ზურაბიანი, ოგბაიძე, ომარაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: კონიაშვილი, შალიკაშვილი, მჭედლიშვილი, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ფაჩულია, ილურიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები