Thumbnail
  • სანაკრებო თამაშების დროს რეალის მოთამაშეებმა ტრავმები მიიღეს
  • მთავარია, მათ გამოჯანმრთელება 'ელ კლასიკომდე' მოასწრონ

სანაკრებო პაუზამ მადრიდის რეალს პრობლემები მოუმატა. 'სამეფო კლუბს' ტრავმები არც აქამდე აკლდა, თუმცა სანაკრებო თამაშების დროს მადრიდელთა ლაზარეთს კიდევ ორი მოთამაშე დაემატა. კარდიფში გამართული უელსი-ხორვატიის (1:1) მატჩის დროს ლუკა მოდრიჩი და გარეთ ბეილი დაშავდნენ.

მოდრიჩი ბოლო წუთებზე შეცვალეს. ხორვატი მადრიდში დღეს ბრუნდება, თუმცა ხორვატიის ნაკრების ექიმების აზრით, მისი ტრავმა რთული არ არის და 'ელ კლასიკომდე', რომელიც 12 დღეში გაიმართება, გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

მუხლის მცირე ტრავმა მიიღო გარეთ ბეილმაც, რომელსაც მკურნალობა შემდეგ დღეებში მოუწევს. მადრიდელთა ბანაკში იმედი აქვთ, რომ ბარსელონასთან თამაშამდე ტრავმას ბეილიც მოირჩენს.

კომენტარები

ბოლო ამბები