Thumbnail

ახალი კონტრაქტი ანსუ ფატის - ბარსელონას ტალანტი 100 მილიონი ევრო ეღირება

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა 16 წლის გარემარბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს
  • ერნესტო ვალვერდეს ტალანტის გამოყენება სეზონის განმავლობაში სურს

ბარსელონა თავის 16 წლის გარემარბს ანსუ ფატის ახალ, ხანგრძლივ კონტრაქტს შესთავაზებს, რომელშიც გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო იქნება მითითებული. ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება, რომლის ცნობით, თინეიჯერი მიმდინარე სეზონში ბარსელონას მთავარ გუნდში კიდევ არაერთხელ ითამაშებს. 

ანსუ ფატი ერნესტო ვალვერდემ მთავარ გუნდში მას შემდეგ მიიწვია, რაც ტრავმების გამო ერთბაშად რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის ლიონელ მესი მოისაკლისა, მაგრამ ახლა კატალონიელთა მთავარი მწვრთნელი მის გამოყენებას სეზონის განმავლობაში კიდევ აპირებს, რათა გუნდს უკეთესად გაუშინაურდეს.

ანსუ ფატიმ ბარსელონას მაისურით უკვე 5 მატჩში ითამაშა, გაიტანა 2 გოლი და მიითვალა 1 საგოლე პასი. ის მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში კატალონიელთა მაისურით ითამაშა და ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვისაც ბარსას ფორმით ლა ლიგაში გოლი გაუტანია.

ანსუ ყველაზე ახალგაზრდა ბარსელონელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაში უთამაშია

ანსუ ფატი წარმოშობით გვინეა-ბისაუდანაა, რომელიც პორტუგალიის ყოფილი კოლონიაა, დამოუკიდებლობა კი 1973 წელს მოიპოვა. ამის მიუხედავად, ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და მისი მიწვევა ნოემბერში, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში იგეგმება. საინტერესოა, რომ ანსუს მამა აცხადებდა, რომ შვილის ხილვა პორტუგალიის ნაკრებში სურდა.

კომენტარები

ბოლო ამბები