Thumbnail

ტრანსფერები | ბარსელონაში ინტერის ფორვარდზე ფიქრობენ, რაკიტიჩი ალბათ წავა

გიორგი უგულავა პროფილის ფოტო
გიორგი უგულავა
  • ივან რაკიტიჩი სათამაშო დროის შემცირებით უკმაყოფილოა
  • ბარსელონა ლაუტარო მარტინესს აკვირდება

ბარსელონაში ფრენკი დე იონგის ტრანსფერის შემდეგ, ივან რაკიტიჩის სათამაშო დრო მნიშვნელოვნად შემცირდა. ხორვატის 'კამპ ნოუდან' წასვლა ძალიან რეალისტურია. მეტიც, კატალონური 'ელ მუნდო დეპორტივოს' ცნობით, შესაძლოა, რაკიტიჩი ბარსელონადან ზამთარშივე წავიდეს. ესპანური პრესა რაკიტიჩისთვის სამ ძირითად ვარიანტს განიხლავს - მილანის ინტერს, მანჩესტერ იუნაიტედს და პარი სენ-ჟერმენს.

კიდევ ერთი სატრანსფერო სიახლე ინტერის ლაუტარო მარტინესს უკავშირდება. არგენტინელს ძალიან კარგი სეზონი აქვს, ბარსელონა კი ლუის სუარესის შემცვლელს ეძებს. სუარესს კონტრაქტით კიდევ ორი წელი აქვს დარჩენილი და მის გარდა, ბარსას სხვა ცენტრფორვარდი, ფაქტობრივად, არ ჰყავს.

არგენტინელი ტექნიკური და მოძრავია და სპეციალისტების აზრით, ბარსელონას სტილს კარგად უნდა მოერგოს. მისი კონტრაქტის თანახმად, ნებისმიერი კლუბი, რომელიც ინტერს 110 მილიონს გადაუხდის, შეძლებს ლაუტაროს შეძენას. არგენტინელის სათამაშო ფორმის გათვალისწინებით ეს არცთუ ისე დიდი თანხაა.

კომენტარები

ბოლო ამბები